ქართული
ქაშერი ღვინო
გაიგე მეტიქართველებმა შექმნეს უნიკალური ჭურჭელი, რომელიც ადამიანში უმალ აღძრავს წყურვილის გრძნობას, ღვინის გარეშეც კი. ეს გახლავთ ამფორის მსგავსი ჭურჭელი, რომელსაც კულა ეწოდება - მომრგვალებული ფორმის, გრძელყელიანი სასმისი. კულა შეიქმნა, რათა მოიცვას ღვინის დამგემოვნებლის როგორც პირი, ასევე ცხვირი, ისე რომ დალევის პროცესში ღვინის არცერთი წვეთი არ დაიკარგოს ფუჭად.




ბრენდის
ისტორია
ლეგენდის თანახმად, ძველ დროში იმერეთის მეფის სასახლის კარს ახალგაზრდა ნიჭიერი მეჩონგურე - მიქელაძე ესტუმრა, რომელმაც მეფეს უმშვენიერესი ვერცხლის კულა უბოძა საჩუქრად.
მიღებული საჩუქრის სილამაზითა და მეჩონგურის საოცარი ხმით მონუსხულმა მეფემ მიქელაძეს ჩონგურის აღება და მასთან ერთად ცხენისწყლის თითოეული კუთხის შემოვლა უბრძანა.
ამის შემდეგ კი მეფემ მას საჩუქრად მთელი ეს მიწები უბოძა და თავადაზნაურის წოდებაც მიანიჭა.

დასახლდა აზნაური მიქელაძე მეფის მიერ ნაბოძებ მიწაზე და მომხდარი ისტორიის საფუძველზე ამ ადგილს კულაში უწოდა. სწორედ მიქელაძეს დაუსახლებია კულაშში ებრაელთა პირველი შვიდი ოჯახი. სოფელ კულაშში ისტორიის მანძილზე
მუდმივად მიმდინარეობდა ქართველ
ებრაელთა მიგრაცია და
დასახლება მთელი
საქართველოდან.
კულაშის ტერიტორიაზე
დასახლებული საზოგადოება
ცნობილი გახდა შემოქმედისადმი
უსაზღვრო სიყვარულით,
თანახის სიღრმისეული
შესწავლითა და რელიგიური
განათლების უმაღლესი
დონით.
ამ ყოველივეს საფუძველზე,
ხალხის მიერ სოფელ
კულაშს "პატარა
იერუსალიმი" ეწოდა.



Elashvili
Family
Elashvili
Family
Elashvili Family ქართველ ებრაელთა ოჯახია, რომელთა ისტორიაც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
ამოჯახის თითოეული თაობა აღზრდილია რელიგიისადმი დიდიმოწიწებით და ამავდროულად, მეღვინეობის ისტორიის მიმართ დიდიპატივისცემით.
სწორედ ამანგანაპირობა ქაშერის ღვინის სახეობების საკუთარი ბრენდის შექმნა, რათაებრაულ რელიგიურ სამყაროს ჰქონოდა ამღვინის სახეობების უნიკალური გემოს შეფასების შესაძლებლობა.
დღესდღეობით, ბრენდი ქაშერის ქართული ღვინის სახეობების ყველაზე მდიდარ ასორტიმენტს აწარმოებს მსოფლიოს მასშტაბით.
ჯაბა
ძიმისტარიშვილი
- 2020-2021 წლებში საქართველოს საუკეთესო სომელიე
- რესტორან „არქივის“ მთავარი სომელიე (თბილისი, საქართველო)
- „საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს“ სადეგუსტაციო კომიტეტის წევრი
- 2023 ქართული ღვინის ასოციაციის მოსამართლე
- 2022 და 2023 წლებში თბილისში გამართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) ჟიური
